ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოში

სრული ინფორმაცია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (“საქპატენტი”) ვებგვერდზე.

პატენტრწმუნებულები

საქართველოში დაახლოებით 60-მდე პატენტრწმუნებულია. პატენტრწმუნებულთა ოფიციალური სია ხელმისაწვდომია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ("საქპატენტი") ვებგვერდზე. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა რეფორმა, მათ შორის, მომავალი პატენტრწმუნებულების მომზადებასა და ატესტაციასთან დაკავშირებით

კანონმდებლობა

სრული ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ("საქპატენტი") ვებგვერდზე.

საფასურები

როგორც წესი, საპატენტო ხარჯები შედგება ფიქსირებული (ოფიციალური, მაგ., "საქპატენტში" გადასარიცხი) საფასურებისა და პატენტრწმუნებულის ჰონორარის ჯამისაგან, შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე. საფასურების ჩამონათვალის მისაღებად მოგვმართეთ. ადვოკატის/ პატენტრწმუნებულის საათობრივი ჰონორარი, როგორც წესი, შეადგენს 70-100 ევროს (ლარში). ოფიციალური საფასურები, მაგ., "საქპატენტის", შეიცავს დღგ-ს და განთავსებულია "საქპატენტის" ვებგვერდზე.