სრული ინფორმაცია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (“საქპატენტი”) ვებგვერდზე.

საქართველოში დაახლოებით 60-მდე პატენტრწმუნებულია. პატენტრწმუნებულთა ოფიციალური სია ხელმისაწვდომია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ("საქპატენტი") ვებგვერდზე. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა რეფორმა, მათ შორის, მომავალი პატენტრწმუნებულების მომზადებასა და ატესტაციასთან დაკავშირებით

სრული ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ("საქპატენტი") ვებგვერდზე.

როგორც წესი, საპატენტო ხარჯები შედგება ფიქსირებული (ოფიციალური, მაგ., "საქპატენტში" გადასარიცხი) საფასურებისა და პატენტრწმუნებულის ჰონორარის ჯამისაგან, შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე. საფასურების ჩამონათვალის მისაღებად მოგვმართეთ. ადვოკატის/ პატენტრწმუნებულის საათობრივი ჰონორარი, როგორც წესი, შეადგენს 70-100 ევროს (ლარში). ოფიციალური საფასურები, მაგ., "საქპატენტის", შეიცავს დღგ-ს და განთავსებულია "საქპატენტის" ვებგვერდზე.
ხათუნა იმნაძის
საადვოკატო ბიურო
ი & ბ
პატენტრწმუნებულები
ადვოკატები
1993 წლიდან ჩვენ გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.
საქართველოს პატენტრწმუნებული, ადვოკატი დიპლ. ინჟ. ხათუნა იმნაძე
საქართველოს პატენტრწმუნებული,
ადვოკატი დოქტ. ნინო ბახტაძე, LL.M.EUR.